ცვალებადობა

ცვალებადობა არის ორგანიზმის თვისება, ინდივიდუალური განვითარების პროცესში შეიძინოს ახალი ნიშან-თვისებები.





კომბინაციური ცვალებადობის საფუძველია გენოტიპში გენების ახალი შეთანწყობის წარმოქმნა ანუ რეკომბინაცია, რაც მშობლებში არსებული გენოტიპური მასალის გადანაწილებაში მდგომარეობს. კომბინაციური ცვალებადობაა მიზეზი იმ მემკვიდრეობითი მრავალფეროვნებისა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებში შეიმჩნევა.


მუტაცია (ლათ. მუტაციო - ცვლილება, შეცვლა) გენების, ქრომოსომების სტრუქტურის ან ქრომოსომათა რაოდენობის უცაბედად და შემთხვევით წარმოქმნილი ცვლილება.