ტერნერ-შერეშევსკის სინდრომი

ტერნერ-შერეშევსკი on PhotoPeach


ტერნერ-შერეშევსკის სინდრომი

ადამიანში ცნობილია სასქესო ქრომოსომების რიცხვის ცვლილებასთან დაკავშირებული მუტაციები. მაგალითად, ტერნერ-შერეშევსკის სინდრომით დაავადებულს აქვს 45 ქრომოსომა. მას მხოლოდ ერთი სასქესო ქრომოსომა გააჩნია. ზიგოტიდან მდედრობითი სქესის ჩანასახი ვითარდება.
ტერნერ-შერეშევსკის სინდრომიანი ქალები ტანდაბლები არიან. აქვთ მამაკაცურ აღნაგობის სხეული, დეფორმირებული ყურის ნიჟარა, მოკლე კისრიდან ეშვება კანის ფართო ნაოჭი, რომელიც მხრებს უერთდება. ხელებზე თითები დამოკლებული და დეფორმირებულია. მათ სასქესო ორგანოები და სასქესო ნიშნები განუვითარებელი აქვთ, ამიტომ ისინი უნაყოფოები არიან.