გენეტიკა შეისწავლის ორგანიზმის ორ უმნიშვნელოვანეს თვისებას - მემკვიდრეობითობასა და ცვალებადობას.
„გენეტიკის მამად“ წოდებული ჩეხი მეცნიერი გრეგორ იოჰან
მენდელი სრული უფლებით ითვლება თანამედროვე გენეტიკის ფუძემდებელად.
მენდელი დაიბადა
1822 წელს მორავიაში, გლეხის ოჯახში. 1843
წელს ბრიუნში ავგუსტინელების მონასტერში იგი ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით მენდელი ვენის
უნივერსიტეტში დიდი მონდომებით სწავლობნა მათემატიკას, ქიმიას, ფიზიკას, ზოოლოგიასა
და ბოტანიკას. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა მონასტერში, სადაც ეწეოდა სასულიერო და პედაგოგიურ
მოღვაწეობას. პარალელურად მენდელი მუშაობდა მონასტრის ბაღსა და ორანჟრიაში.
სიცოცხლის ათი
წელი მენდელმა ბარდის ჯიშებთნ მუშაობას მიუძღვნა. ბარდის ჯიშებთან მუშაობას მიუძღვნა.
ბარდის მოსაყვანად და მასზე დასაკვირვებლად მენდელს მიწის პატარა ნაკვეთი გამოუყვეს.
იგი თავგამოდებით უვლიდა ნათესებს - „თვის შვილებს“, როგორც მათ მენდელი უწოდებდა.