სომატური მუტაცია

                       


როდის არის ხალი და მელანომა საშიში?

                                      https://www.youtube.com/watch?v=qkjbp7Qui9Y





ზოგიერთი გენური მუტაცია ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს.მაგალითად,შაქრიანი დიაბეტის ერთერთი ფორმის დროს დარღვეულია კუჭქვეშა ჯირკვალში ინსულინის სინთეზი. ის მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამომოუშავდება.
ემბრიონული განვითარების ადრეულ სტადიაზე გენური მუტაცია ნაყოფის სიმახინჯისა და  დაღუპვის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ზოგჯერ მუტაცია ზრდასრული ორგანიზმის უჯრედებშიც ხდება. სომატური მუტაცია-ორგანიზმში გამოვლინდება და არ გადაეცემა მემკვიდრეობით სქესობრივი გამრავლების დროს. მაგრამ უსქესო გამრავლებისას,თუ ორგანიზმითარდება ისეთი უჯრედიდან ან უჯრედთა ჯგუფიდან,რომელთაც აქვთ მუტაციური გენი,მუტაცია შეიძლება შთამომავლობით გადაეცეს. მუტაციის შედეგად ზიანდება ის გენი,რომელიც აკონტროლებს უჯრედ ზრდასა და დაყოფას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ერთ-რთი უჯრედის ინტენსიური დაყოფა,მაშინ რო ის აღარ უნდა იყოფოდეს.
 რატომ ძლიერდება კანის პიგმენტაცია გარუჯვის დროს? არის თუ არა გარუჯვა საშიში?
გარუჯვა კანის დამცველობითი რეაქციაა ულტრაიისფერი სხივების საზიანო მოქმედების წინააღმდეგ. გამოსხივება,რომელიც გაივლის კანის შრეებს, არამარტო ათბობს მას, არამედ ზემოქმედებს უჯრედის დნმ-ზე-იწვევს მუტაციებს, რაც შეიძლება სხეულის გადაგვარების მიზეზი გახდეს. ამიტომ კანი "თავს იცავს".  ეპიდერმისის უჯრედები მზის სხივების მოქმედების საპასუხოდ აქტიურდება და გამოიმუშავებენ პიგმენტ მელანინს. ის ქმნის მუქ ფენას-ერთგვარ ფილტრს. სწორედ ეს ფილტრი შთანთქავს ულტრაიისფერი სხივების დიდ ნაწილს, თაც ხელს უშლის მის შეღწევას კანის ღრმად მდებარე უჯრედებში. გარუჯვა ერთგვარ ქოლგას ჰგავს,რომელსაც კანი "შლის" ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად.

კანის სიმსივნური პროცესის დასაწყისი თითქოს არ უნდა იყოს ძნელი ამოსაცნობი, რადგან კანი სხეულის ხილული ორგანოა და მასზე მომხდარ ცვლილებებს იოლად ვამჩნევთ.

ხალი, ანუ ნევუსი, ყველას აქვს სხეულზე. მიჩნეულია, რომ მათი ძირითადი ნაწილი 25 წლამდე ჩნდება, თუმცა შესაძლებელია მათი მოგვიანებით გაჩენაც. მაგალითად, ორსულობის დროს, ზოგჯერ პირიქით - ხალები დროთა განმავლობაში ქრებიან. ნევუსი შეიძლება იყოს ყვითელი, ყავისფერი, შავი. ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და საშიშიც არაფერია. 

რაც შეეხება კანის ავთვისებიან სიმსივნეებს, მაგალითად, მელანომას, რომელიც კანის მეტად აგრესიულ ავთვისებიან სიმსივნედ ითვლება, ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის! ხალის ადგილზე ვითარდება. ასეთ გადაგვარებას ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს და დარწმუნებულია, რომ მათ სხეულზე წინანდელი უწყინარი ლაქაა. 

თუ გაგიჩნდათ უჩვეულო ფორმის ახალწარმონაქმნი, რომელიც 
  • არათანაბრად იზრდება
  • იცვალის ფერს - დაკარგა ან მკვეთრად მოიმატა პიგმენტაციამ
  • არათანაზომიერი გახდა შეფერილობა - გაჩნდა ერთზე მეტი ფერი - ყავისფერი, შავი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი ან მოცისფრო, პერიფერიაზე გაჩნდა ქობა
  • ხალმა დაიწყო აქერცვლა ან მის ხალის ირგვლივ ჩამოყალიბდა - ანთებითი სიწითლე.
  • ხალის ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით დაიფარა;
  • ხალის არეში თავი იჩინა ქავილმა, წვამ, ჩხვლეტამ და დაჭიმულობამ;
  • ხალს გაუჩნდა ნაპრალები, ნახეთქები და სისხლმდენია

  • მაშინ უნდა ავტეხოთ განგაში - რადგან ახალწარმონაქმნი ცვლილებებს განიცდის.