მოდიფიკაციური ცვალებადობა

                         



ორგანიზმის ნიშან-თვისებების ცვლილებას გარკვეულ ფარგლებში, რომელიც გარემო ფაქტორების მოქმედებით წარმოიქმნება, მისი გენოტიპის ცვლილების გარეშე, მოდიფიკაციური ცვალებოადობა ეწოდება.      როგორც წესი, ის მემკვიდრეობით არ გადაეცემა.    მოდიფიკაციურ ცვალებადობას ყველა ნიშან-თვისება ერთნაირად არ ექვემდებარება.   ძირითადათ, გარემოს ზემოქმედებით იცვლება ორგანიზმის ზომები, წონა, პროდუქტიულობა.
რაც შეეხება შეფერილობას, ფორმას, მათი შეცვლა გარემოს ზემოქმედების თითქმის შეუძლებელია.    ისინი, ძირითადად, გენოტიპით განისაზღვრება.     მაგალითდ, ადამიანის თვალის ფერსა და სისხლის ჯგუფს მხოლოდ გენები განსაზღვრავს.     გარემოს ზემოქმედებით ის არ იცვლება რაც შეეხება სიმაღლეს, წონას, ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას, ისინი ძლიერ არის დამოკიდებული გარემოზე - საკვების რაოდენობასა და ხარისხზე, ფიზიკურ დატვირთვაზე და სხვა.
ადამიანებში მოდიფიკაციური ცვალებადობის თვალსაჩინო მაგალითბია ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით სხეულის გარუჯვა ფიზიკური დატვირთვის დროს ძვალ-კუნთოვანი სისტემის მძლავრი განვითარება, ჭარბი კვებისა და ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესის შედეგად წონაში მომატება და ა.შ